Menu
სკოლა დაფუძნებულია "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" დამფუძნებლის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ბატონ დავით ჯანგულაშვილის მიერ.
თბილისის უნივერსიტეტს მართავს აკადემიური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი დავით ჯანგულაშვილი. 
დავით ჯანგულაშვილმა 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1977 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1979 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1981 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საკავშირო კონკურსის ლაურიატის წოდება საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში გამოქვეყნებული მონოგრაფიისათვის.
1977 წლიდან დავით ჯანგულაშვილი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ - თანამშრომლად. 1981 წელს გადაყვანილი იქნა საქართველოს პროფესიულ კავშირებში წარმოების მართვაში მშრომელთა მონაწილეობის ერთობლივი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ავთანდილ გუნიას მოადგილედ. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს პროფესიული კავშირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორად. პარალელურად 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე. 2002 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ამავე წლიდან არჩეულია პროფესორად.
იგი 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორია. მის მიერაა გამოქვეყნებული მონოგრაფია: ,,საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აქტუალური პრობლემები”. მისი უშუალო რედაქტორობით ქართულ ენაზე გამოიცა სახელმძღვანელოები: ,,ეკონომიკური თეორიის საფუძვლები”, ,,მიკროეკონომიკა”, ,,მაკროეკონომიკა” და სხვა.
ბატონი დავით ჯანგულაშვილი ეწევა ქველმოქმედებასაც. აგვისტოს მოვლენების დროს ლტოლვილთა დახმარების ფონდში (საქართველოს ეროვნულ ბანკში) ჩარიცხული აქვს სოლიდური თანხა, მათთვის შეძენილი აქვს ლეიბები და საბნენი, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების სხვადასხვა საგნები. იგი ყოველწლიურად დიდ დახმარებას უწევს ისანი-სამგორის რაიონში არსებულ მზრუნ-ველობამოკლებულ ბავშვთა სახლს.
მისამართი: ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-2 მ/რ,  “პოლუსი”,
 
ტელეფონი: 2 75-58-02;   2 75-58-08;     2 78-33-53;      2 45-08-26;   278-45-10
 
ელ-ფოსტა:  polusi2003@gmail.com;    info@school.edu.ge