Menu

შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,პოლუსის” წესდება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესდების რეგულირების სფერო  

წინამდებარე წესდება აყალიბებს კერძო სამართლის იურიდიული პირის _ შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,პოლუსის” (შემდგომში სკოლა) მიზნებსა და ამოცანებს და არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და პერსონალს, მათი დანიშვნისა და არჩევის წესსა და უფლება-მოვალეობებს, მართვის პრინციპებს, ასევე სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,პოლუსის” სტატუსი.

1.            სკოლა არის ავტონომიური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ეწევა დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კერძოდ:

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიმუშავებს და ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) პროგრამებს, ასევე შეუძლია გასწიოს პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა.

სკოლა,- მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით, - ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირია, აქვს ბეჭედი თავისი სიმბოლიკით და სკოლის სახელწოდებით (საქართველო. შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,პოლუსი”. GEORGIA PRIVATE MULTI-PROFILE HIGH SCHOOL ,,POLUSI” LTD .ბლანკები და შტამპი სკოლის სახელწოდებით, საიდენტიფიკაციო ლოგოტიპი, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

სკოლა შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

სკოლის იურიდიული მისამართია: შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,პოლუსის” მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი ვაზისუბანი II მიკრორაიონი. ზონა _ თბილისი 01, სექტორი – ისანი 17, კვარტალი – 07, ნაკვეთი _ 021/003, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი   #01. 17. 07. 021/003. სკოლის ელექტრონული მისამართია: school.edu. ge.

მუხლი 3. სკოლის უფლებამოსილება.

1.      სკოლა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით ,,ზოგადი განათლების შესახებ”, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ”, ,,მეწარმეთა შესახებ” სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.

2.      სკოლა შეიძლება სასამართლოში გამოვიდეს მხარედ (მოპასუხედ ან მოსარჩელედ), მესამე პირებთან დადოს გარიგებები და შეთაბხმებები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

3.      სკოლას აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვის უფლება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ფარგლებში.

4.      სკოლა გასცემს მიღებული სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.

5.      სკოლა დამოუკიდებელია მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების ფარგლებში გადაწყვეტილებათა მიღებასა და მოქმედებათა განხორციელებაში.

6.      სკოლა დამოუკიდებელია თავისი სტრუქტურის ფორმირებაში.

7.      სკოლაში წესდების, დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედებენ მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ მოსწავლეებს, პედაგოგიურ და დამხმარე პერსონალს.

8.      სკოლის ფარგლებში დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ფუნქციონირება, ასევე პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის წარმოება.

9.      სკოლა მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. 

თავი II. სკოლის მიზნები, ამოცანები და

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

მუხლი 4. სკოლის მიზნები და ამოცანები.

1.სკოლის  სტრატეგიული მიზანია

აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ჩაუნერგოს სიყვარული, კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ და სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს მარადიულ ღირებულებებს: ურთიერთპატივისცემას, თანაგრძნობას, უანგარობას და პატიოსნებას.

მისცეს მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნა, განუვითაროს დამოუკიდებელი მუშაობის, ორგანიზებულობის, საკუთარი ძალების რწმენისა და ამასთან განუვითაროს მათ თანამედროვე სამყაროში ადაპტაციის საჭირო უნარები: კრიტიკულად მიუდგნენ მიღებულ ინფორმაციას, ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი ლოგიკური აზროვნება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და გააკეთონ სწორი არჩევანი.

2.            ძირითადი მიზნები და ამოცანები:

2.1. სკოლის ძირითადი მიზნებია:

•             დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება, ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან;

•             მოსწავლეთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება;

•             მათი ფიზიკური, ფსიქოემოციური და ინტელექტუალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხელსაყრელი გარემოს შექმნა თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისთვის;

•             მათში სამოქალაქო ცნობიერების, სამართალშემწყნარებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ეროვნული ღირებულებების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბება.

2.2.         ძირითადი მიზნების მისაღწევად სკოლა:

•             ახორციელებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით საგანმანათლებლო პროგრამებს;

•             შეიმუშავებს სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმს და საგაკვეთილო ცხრილს;

•             ირჩევს სწავლა - აღზრდის საშუალებებს, მეთოდებსა და სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, აგრეთვე სასწავლო თვალსაჩინოებს; მოსწავლეთა შეფასების სისტემას, მიმდინარე ატესტაციის ფორმას, წესსა და პერიოდულობას;

•             ახორციელებს დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებს და სწევს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას;

•             იძენს აქციებს, სხვადასხვა სახის ფასიან ქაღალდებს და იღებს მათგან შემოსავალს, სწევს კანონმდებლობით დაშვებულ სამეწარმეო-კომერციულ საქმიანობას;

•             ამყარებს კავშირებს სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად.

2.3. სკოლის გრძელვადიანი პრიორიტეტებია:

ა)            სწავლა – სწავლების მეთოდური სიახლეების დანერგვა და განვითარება;

ბ)            მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნებისათვის ზრუნვა;

გ) უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;

დ) სამოქალაქო განათლების კულტურის განვითარება;

ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდერბისათვის ზრუნვა.

3.            სასწავლო პროცესი

3.1.სკოლა სასწავლო პროცესს ახორციელებს განათლების სამი საფეხურის შესაბამისად;

3.2. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განსახორციელებელი პროგრამებით;

3.3. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს და დაამტკიცებს სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს;

3.4. სწავლება სკოლაში წარიმართება ქართულ ენაზე;

3.5. მოსწავლეთა შეფასება და კრიტერიუმები, მათი კლასიდან კლასში გადაყვანა, დატოვება და გარიცხვა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა და სკოლის შინაგანიწესის საფუძველზე;

3.6. სკოლაში სასწავლო – სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის ფორმები დგინდება შინაგანაწესით, რომელსაც პედაგოგიური  საბჭოს თანხმობით და სკოლის დამფუძნებელთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;

3.7. სკოლის შინაგანაწესით დგინდება მოსწავლესთან დაკავშირებული ყველა პროცედურული საქმიანობა (ჩარიცხვა, სწავლის პირობები და წესები, უფლებამოვალეობანი),სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შიდაკონტროლის წესები და განხორციელების ფორმები;

3.8. სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით სკოლა თითოეულ კლასს უნიშნავს კლასის ხელმძღვანელს. მას ნიშნავს სკოლის დირექტორი პედაგოგიური საბჭოს თანხმობით და დამფუძნებელთან შეთანხმებით. კლასის ხემძღვანელ პედაგოგს დაენიშნება გასამრჯელო.

4.            სასწავლო პროცესის მონაწილენი

4.1. სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები და სკოლის სხვა მომსახურენი (ექიმი, ფსიქოლოგი, ბიბლიოთეკარი და სხვა...)

4.2. სკოლის ყველა თანამშრომელთან ურთიერთობა რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით);

4.3. მოსწავლეთა მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით (კონტრაქტით);

4.4. სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და შრომის კოდექსით;

4.5.მოსწავლეები სკოლაში მიიღებიან მათი სოციალური, ეროვნული, რელიგიური მრწამსისა და წარმომავლობის მიუხედავად;

4.6. პირველ რიგში მიიღებიან ბავშვები:

•       რომლებიც ცხოვრობენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;

•       რომელთა უფროსი და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;

•       რომლებიც არ ცხოვრობენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ აქვთ ამ სკოლაში სწავლის სურვილი და არის `თავისუფალი~ ადგილები (,,თავისუფალ” ადგილად ითვლება ადგილები იმ კლასში, რომლის მოსწავლეთა რაოდენობაც დადგენილ ნორმატივზე ნაკლებია);

4.7.  VII და X კლასებში მოსწავლეები მიიღებიან ტესტირების საფუძველზე. ტესტირების პირობებს ყოველწლიურად შეიმუშავებს საგნობრივი კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის; მათემატიკის; ინგლისური ენის და ა.შ.

4.8. სკოლის მოსწავლეები ვალდებულნი არიან შეასრულონ წესდებისა და  შინაგანაწესის მოთხოვნები;

4.9.  მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისას სკოლა ვალდებულია მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) გააცნოს წესდების მოთხოვნები და სკოლის შინაგანაწესი;

4.10. მშობლებს უფლება აქვთ: დაიცვან ბავშვის უფლებები და ინტერესები, ამისათვის:

•       ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში წერილობითი განცხადებით მიმართონ სკოლის დირექტორს, რომელიც ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი;

•         მშობელსა და მასწავლებელს შორის შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევის შემთხვევაში სკოლის დირექტორის ბრძანებით იქმნება საჭირო საგნის სპეციალისტების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამოწმებს მოსწავლეთა ცოდნასა და გამოჰყავს შესაბამისი შეფასება;

თავი III. სკოლის მართვა, ორგანიზაცია და სტრუქტურა

მუხლი 5. სკოლის მართვა და სტრუქრუეა

5.1. სკოლა ექვემდებარება დამფუძნებლის კონტროლს;

5.2. სკოლა ვალდებულია წარუდგინოს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება დამფუძნებელთან შეთანხმებით;

5.3. შრომით კოლექტივს წარმოადგენს სკოლის ყველა მუშაკი. სკოლის ყველა მუშაკის, მათ შორის დირექტორის, ადმინისტრაციის წევრების და ა. შ. უფლება-მოვალეობანი, სამუშაოზე მიღება და განთავისუფლება, ფუნქციური დატვირთვა, ხელფასი. სამსახურის ვადა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესდებით, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით;

5.4. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მოადგილის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ბუღალტრისაგან;

5.5. სკოლის დირექტორს ნიშნავს უნივერსიტეტის დამფუძნებელი 2 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის დირექტორად დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ---6—წლის ვადით;

თავი IV. სკოლის დირექტორი

მუხლი 6. დირექტორი

6.1. სკოლის დირექტორი

•         ახორციელებს სკოლის მართვას;

•         პასუხისმგებელია განათლების რეფორმის, სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, ეროვნული სასწავლო გეგმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;

•         წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

•         სკოლის დამფუძნებელთან შეთანხმებით აკომპლექტებს სკოლას კვალიფიციური კადრით;

•         სკოლის დამფუძნებელთან ერთად ადგენს მასწავლებელთა ტარიფიკაციას და შეიმუშავებს საშტატო განრიგს;

•         ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს;

•         პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად მონაწილეობს სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

•         ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს წლიური სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულებასა და ხარისხს;

•         სკოლის დამფუძნებელს წარუდგენს სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის წლიურ ანგარიშს;

•         სკოლის დამფუძნებელთან შეთანხმებით ანაწილებს მასწავლებელთა კვირეულ საათობრივ დატვირთვას;

•         სკოლის დამფუძნებელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულების დადებას;

•         ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ორმხრივად შესრულებას;

•         უფლებამოსილია (სკოლის დამფუძნებლის თანხმობის შემთხვევაში) ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება შრომის პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობაში შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან პროფესიული არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;

•         პასუხისმგებელია საშუალო განათლების მოწმობებისა და საშუალო განათლების ატესტატების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოტანასა და გაცემაზე;

•         ზრუნავს მასწავლებელთა საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებაზე;

•         პასუხისმგებელია სასკოლო დოკუმენტაციის მართებულ წარმოებაზე;

•         ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობას;

•         ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და ხელს უწყობს სკოლაში ინოვაციების დანერგვას;

•         ზრუნავს და ზედამხედველობას უწევს სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვას, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და განახლებას;

•         ზედამხედველობას უწევს მოსწავლეთა შორის სამართალდარღვევათა პროფილაქტიკური საბჭოს მუშაობას;

•         ზედამხედველობას უწევს სკოლის ბიბილიოთეკის მუშაობას;

•         ზრუნავს რეგიონალურ და საერთაშორისო ურთიერთობათა დამყარებასა და გაფართოებაზე;

•         დირექტორის განკარგულება თანამშრომლებამდე დაიყვანება მისი თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით, პედაგოგთა თათბირზე განცხადებით ან ადმინისტრაციის წევრთა მეშვეობით;

6.2. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში

•         მართავს სასწავლო პროცესს;

•         პასუხისმგებელია განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;

•         პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად მონაწილეობს სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

•         ზედამხედველობას უწევს წლიური სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულებასა და ხარისხს;

•         პასუხისმგებელია სასკოლო დოკუმენტაციის მართებულ წარმოებაზე;

•         ადგენს გაკვეთილების ცხრილს და პასუხისმგებელია მის მეთოდურად გამართულ მუშაობაზე;

•         აღრიცხავს და თვლის გაცდენილ გაკვეთილებს;

•         ხელმძღვანელობს საგნობრივი კათედრების მუშაობას;

•         ადგენს საკონტროლო წერების, ტესტირების, რეიტინგული წერების განრიგს;

•         ამოწმებს გახანგრძლივებული დღის ჯგუფისა და საგნობრივი წრეების მუშაობას;

•         უწევს ორგანიზებას მოსწავლეებს საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად;

•         ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებისათვის;

•         ხელმძღვანელობს პროფილური ჯგუფების მუშაობას;

•         ტრიმესტრების მიხედვით აანალიზებს სასწავლო პროცესს და ადგენს ანგარიშს;

•         ინკლუზიური განათლების განხორციელებისათვის – ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და საგაკვეთილო განრიგს;

•         აწესებს კონტროლს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეების დახმარებაზე (მათთვის ინდივიდუალური პროგრამების შედგენა, დამატებითი მეცადინეობების ჩატარება);

6.3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

•         უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფას;

•         ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიულ ზრდას _ თვითშეფასება, გაკვეთილებზე დასწრება, კათედრის მუშაობაში დახმარება;

•         სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩაბმას;

•         სწავლის მოტივაციის, მოსწავლეთა სკოლაში ყოფნის სურვილის გასაღრმავებელი ღონისძიებების ხელშეწყობას;

•         სასწავლო პროცესის მონიტორინგის, ანალიზის საფუძველზე გეგმავს გასაუმჯობესებელ მექანიზმებს;

•         სკოლის თვითშეფასების მიზნით ახორციელებს მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ანკეტირებას;

•         ხელს უწყობს მშობლების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.

 

6.4. დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში

•         მართავს საამღზრდელო პროცესს;

•         სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს სკოლის სააღმზრდელო პროგრამას და წარუდგენს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს დასამტკიცებლად;

•         ეხმარება კლასის დამრიგებლებს სააღმზრდელო გეგმების შედგენაში და აწესებეს კონტროლს მათ მუშაობაზე;

•         აწესებს ყოველდღიურ კონტროლს მოსწავლეთა მიერ არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენასა და გაკვეთილებზე დაგვიანებაზე;

•         ხელმძღვანელობს მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინური კომიტეტის მუშაობას;

•         ამოწმებს სკოლაში მასწავლებელთა მორიგეობას;

•         აანალიზებს ტრიმესტრების მიხედვით აღმზრდელობით მუშაობას და ადგენს ანგარიშებს;

•         ადგენს ექსკურსიების განრიგს და პასუხისმგებელია მოსწავლეთა გადაადგილების უსაფრთხოებაზე;

•         ამყარებს კონტაქტს თეატრებთან, მუზეუმებთან, საგამოფენო დარბაზებთან, რედაქციებთან  და სხვა საბავშვო-სანახაობით ადგილებთან;

•         ამოწმებს ექიმის მუშაობას და კონტროლს უწევს სანიტარულ-პროფილაქტიკურ საქმიანობას;

•         აწესებს კონტროლს ბიბლიოთეკის მუშაობაზე.

თავი V. პედაგოგიური საბჭო

მუხლი 7. პედსაბჭო

7.1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა მასწავლებელი;

7.2. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პადაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;

7.3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 2 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პედაგოგიურ საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

7.4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;

7.5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა;

7.6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს   სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე;

7.7. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

7.8. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია:

•         საფეხურებისა და საგნების შესაბამისად დაამტკიცოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხა;

•         ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავოს და დაამტკიოცოს სასწავლო გეგმები;

•         განიხილოს და შეაფასოს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ანგარიშები (ტრიმესტრული, წლიური);

•         სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად შეიმუშავოს და დაამტკიცოს მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, მოსწავლეთა შეფასების დამატებითი კომპონენტები;

·               მიიღოს გადაწყვეტილებები სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად;

თავი VI. მოსწავლეთა თვითმმართველობა

მუხლი 8. მოსწავლეთა თვითმმართველობა

8.1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, სკოლის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და თავისი დებულების მიხედვით;

8.2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს;

8.3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით;

8.4. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: 

ა) უზრუნველყოფს მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლის მართვაში;

ბ) ხელს უწყობს მოსწავლეთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს პედაგოგიურ საბჭოში;

დ) ხელს უწყობს მოსწავლეთა თავისუფალი დროის რაციონალურ გამოყენებას;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს სკოლის მართვის სისტემების და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელსაც წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს.

8.5. საჭიროებისამებრ უფლებამოსილია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სკოლის საქმიანობის, მათ შორის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

8.6. საჭიროებისამებრ უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის მუშაობის შეფასებაში;

8.7. განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

8.8. სკოლის ადმინისტრაციას უფლება  არა აქვს ჩაერიოს მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაში.

თავი VII. სკოლის ქონება

მუხლი 9. სკოლის ქონება

9.1 დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლის დამფუძნებლის მიერ იქმნება შესაბამისი ქონება, უძრავი და მოძრავი ნივთები, შენობა-ნაგებობები, შესაბამისი მიმდებარე ტერიტორიები, სპორტული მოედნები, საოფისე და ლაბორატორიული აღჭურვილობა, ავეჯი, მერხები და სკამები და სხვა ინვენტარი, სკოლის წიგნადი ფონდი და ა.შ.;

9.2 სკოლის საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრისას აუცილებელია დამფუძნებლის თანხმობა.

თავი VIII. სკოლის ფინანსები

მუხლი 10. სკოლის ფინანსები

10.1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით და მოსწავლეთა სწავლების საფასურით;

10.2. სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება სკოლის ბიუჯეტიდან;

10.3. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

თავი IX. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

მუხლი 11. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

11.1.  სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს დამფუძნებელს;

11.2.  დირექტორი თანხებს განკარგავს დამფუძნებელთან შეთახმებით. ყოველ საფინანსო დოკუმენტზე აუცილებელია დამფუძნებლის ხელმოწერა.

თავი X. შიდასასკოლო და საზოგადოებრივი კონტროლის ფორმები

მუხლი 12. შიდასასკოლო და საზოგადოებრივი კონტროლის ფორმები

12.1. საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებენ სკოლის მშობლები შინაგანაწესით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

12.2. საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლა უფლებამოსილია, საგანმანათლებლო ხარისხის დადგენის მიზნით, მოიწვიოს განათლების კვალიფიციური მუშაკები (საგანმანათლებლო აუდიტი).

თავი XI. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

მუხლი. 13. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

13.1. წესდებაში ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და დამტკიცება ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპიური დებულების შესაბამისად.

სკოლის დამფუძნებელი:   დ. ჯანგულაშვილი (პირადი N 01010008911)

გაცემულია თბილისის ვაკის რ-ნის შს მე-3 განყოფილების მიერ 1998 წლის 3 ივნისს.

მისამართი: ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-2 მ/რ,  “პოლუსი”,
 
ტელეფონი: 2 75-58-02;   2 75-58-08;     2 78-33-53;      2 45-08-26;   278-45-10
 
ელ-ფოსტა:  polusi2003@gmail.com;    info@school.edu.ge